Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32565564 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

ახალციხე

ახალციხე, (ძვ. ლომსია), ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება. მისი ძველი სახელია ლომსია. XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. ახალი ახალციხის მშენებლობა დაიწყო 1829 წელს, როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. ახალციხე სამცხის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. მოსახლეობა 18,5 ათასი (2002 წ.). ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე, სასახლე, მეჩეთი. ახალციხეშია ჯაყელების ციხე-სიმაგრე (XIII-XIV სს.), წმ. მარინეს ეკლესია. ახალციხის მახლობლადაა საფარის მონასტრის კომპლექსი. ახალციხეში არის ახალციხის ეპარქიის კათედრა.

Recent city comments:

  • ფოსტა, mari (guest) wrote 11 წლის წინ:
    ფოსტის ნომერი მაინტერესენს
ახალციხე on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...